"შესაძლოა, ეს ყველაფერი უკრაინის შიდა პოლიტიკური მძაფრი კრიზისის ავისმომასწავებელი სიმპტომებია"

"ჯორჯიან თაიმსის" ბლოგი


ავტორი: დავით ზარდიაშვილი

 

უკრაინიდან, საუბედუროდ,  ისევ მძიმე ამბები თუ ისმის: 

 

უკრაინული მედია იტყობინება, რომ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე დააკავეს ცნობილი ტელეწამყვანი და ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი. დაკავების მიზეზია მისი კავშირი სახელმწიფო ღალატის  სავარაუდო დანაშაულზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან. როგორც იტყობინებიან, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები სწავლობენ დიმიტრი გორდონის კავშირს გენერალ-პოლკოვნიკ იგორ სმეშკოსთან, რომელიც სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი. სმეშკოს ეკავა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა 2005 წლამდე. არსებობს ეჭვი, რომ სმეშკო გეგმავდა შეთქმულებას  უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით, რის შედეგადაც სახელმწიფო ხელისუფლებას ხელში ჩაიგდებდა მოსკოვის მიერ კონტროლირებადი მარიონეტული მთავრობა. გორდონი კატეგორიულად უარყოფს ყოველგვარ კავშირს სახელმწიფო ღალატის საქმესთან და აცხადებს, რომ ეს არის რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია. მაგრამ ასეა თუ ისე, იგი დააკავეს და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის დატოვების ნებართვა გააჩნდა, არ მისცეს საშუალება უკრაინის საზღვარი გადაეკვეთა. როგორც ჩანს, უკრაინაში „კუდიანებზე ნადირობის“ სეზონი თუ არ გახსნილა, შეიძლება ეს მალე მოხდეს. ამას მიანიშნებს ბევრი გარემოება, მათ შორის ზელენსკის ბოლო საკადრო ცვლილებები, დიპლომატიური პასპორტების ჩამორთმევა რადას დეპუტატებისათვის, ბევრი ცნობადი ადამიანის მიმართ გახმაურებული ეჭვები რუსეთთან კავშირებში და მათ შორის, გორდონის ეს დაკავებაც უკრაინის საზღვარზე. ვნახოთ. შესაძლოა,  ეს ყველაფერი უკრაინის შიდა პოლიტიკური მძაფრი კრიზისის ავისმომასწავებელი სიმპტომებია.  

 

ამ პოლიტიკური არასტაბილურობის აშკარა ნიშნებს ყოველგვარი მნიშვნელობა ეკარგება უკრაინის ეკონომიკის კატასტროფული მდგომარეობის ფონზე. უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ მომზადდა მოხსენება, რომლის პრეზენტაცია დაგეგმილია 17 აგვისტოს. მოხსენების ავტორები უკრაინელი აკადემიკოსი ეკონომისტები არიან. მოხსენების მთავარი დასკვნა უკვე გახმაურდა მედიაში:  იტყობინებიან, რომ ამ დასკვნის მიხედვით, უკრაინის ეკონომიკა უკვე დაეშვა ქვედა ნიშნულის იმ კრიტიკული ზღვრის, ერთგვარი წითელი ხაზის დაბლა და  კრახი გარდაუვალია - ეკონომიკის გადარჩენა, რაც გინდა დიდი მოცულობის ფინანსური ინექციებით, თუნდაც ტრილიონი დოლარიც რომ იყოს, პრაქტიკულად წარმოუდგენელი ხდება, რადგან „ხელოვნური სუნთქვით“ ეკონომიკის რეანიმირება, თუ ის გაჩერდა და კვლავწარმოებისკენ მიდრეკილი აღარ არის, შეუძლებელია.  როგორც პრესასთან საუბარში აღნიშნა ინსტიტუტის წამყვანმა მეცნიერმა,  ევგენი მასლენიკოვმა, უკრაინის ბიუჯეტის არანაკლებ 36% თავდაცვის მიზნებს ხმარდება, ამასთან  ექსტრემალურ პირობებში ეკონომიკის ფუნქციონირების გამო, როცა უკრაინა კარგავს არა მხოლოდ ტერიტორიებს, არამედ საწარმოო რესურსებს, შემოსავლების უმძიმესი კლება ვერ კომპენსირდება  უცხოური დახმარებებით, რაც საბოლოო ჯამში, ივლისის ჩათვლით გაწეული ხარჯების მხოლოდ 7%-ს თუ შეადგენს. საუბარი გრანდიოზულ უცხოურ ფინანსურ დახმარებებზე სიმართლეს არ შეესაბამება - უკრაინას დაჰპირდნენ 31 მლრდ. ევროს დახმარებას, ხოლო რეალურად მიღებულია მხოლოდ 11 მლრდ. ევრო. ამასთან, დასავლელი დონორები უკვე თავს იკავებენ, რადგან სულ უფრო აშკარა ხდება, რომ ამ დახმარებას საჭირო ეფექტი არა აქვს და ეს იგივეა, უძირო კასრში ფული ფუჭად გადაყარო. უკრაინას რეალურად თავი გააქვს სავალუტო და ოქროს რეზერვების რეალიზაციით: უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა მხოლოდ ივლისში 4 მილიარდი დოლარის რეზერვი გაყიდა, მიმოქცევაში ჭარბი ფულის გაშვებით კი გრივნა გააუფასურა 25%-ით და მხოლოდ ამ გზებით შეივსო აუცილებელი ხარჯების დაფინანსება. ამჟამად,  რადგან რეალური შემოსავალი არსაიდან ჩანს, ყოველ თვე საჭირო ხდება არა ნაკლებ 5 მლრდ-ის რეზერვების რეალიზაცია, მაშინ როცა უკრაინის ეროვნულ ბანკს მხოლოდ დაახლოებით 23 მლრდ-ის  ვალუტა და სარეზერვო ოქრო აქვს დარჩენილი. თუ ასე გაგრძელდა და სხვა პერსპექტივა კი არ ჩანს, ნოემბერში ეს რეზერვიც ამოიწურება და უკრაინა მთლიანად ცარიელზე დარჩება. ისმება საბედისწერო კითხვა - აღნიშნავს აკადემიკოსი -  რაღას დაიცავს უკრაინის არმია,  ხალხისგან დაცლილ ქალაქებს, რომლებიც დარჩებიან ენერგიის, ყოველგვარი წარმოების, წყლის, გათბობისა და რაც მთავარია, ადამიანების გარეშე?! მდგომარეობა მართლაც კატასტროფულია, სახალხო მეურნეობამ უკვე გაიარა ის ქვედა ნიშნული, რის შემდეგაც რღვევა შეუქცევადია. ეს კი ნიშნავს, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობას, მიუხედავად ფრონტზე შექმნილი მდგომარეობისა,  ეკონომიკური საფუძველი ფეხს ქვეშ ეცლება და შესაძლოა უკრაინა, როგორც სახელმწიფო, რომელიც 1992 წლიდან მსოფლიო რუკაზე არსებობს, თავის უკანასკნელ დღეებს ითვლის - აღნიშნავს მასლენიკოვი.  





მსგავსი სიახლეები
,,რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძარი გაჩნდ''- ტასი
,,იბადება შეკითხვა, რომელ წყაროებზე დაყრდნობით, ნაცკონგლომერატის?''- გია აბაშიძე აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე
რის კლანი, რა კლანი... არავითარი კორუფცია - სანქცირებული მოსამართლე
"ველით ივანიშვილის დასანქცირებასაც" - ბერძენიშვილი მოსამართლეებზე
,,რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის კომპლექსური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ვალდებულებების შესრულებას''- პუტინი
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
"როგორ წარმოგიდგენიათ, სახელმწიფომ პატიმარი იმის გამო გაუშვას, რომ არ იკვებება, სხვა პატიმრებს რა ვუთხრათ? "-კახა კალაძე
"გასარკვევია და გამოძიებამ უნდა დაადგინოს სინამდვილეში ვინ იყვნენ ამ ძალადობების წამხალისებლები"- არჩილ თალაკვაძე
"მელია რაღაცაზე გაბრაზდა და გამოაცხადა, რომ ჩემთან აღარ უნდა ურთიერთობა"- დავით კეზერაშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
მმართველი გუნდის მხრიდან ბრალდებებს შეჩვეული ვარ - ვიოლა ფონ კრამონი „ქართულ ოცნებაზე“
,,ფონ კრამონი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში იღებს მონაწილეობას''- გიორგი ვოლსკი
,,აქ იმისთვის ვარ, რომ სოლიდარობა გამოვიჩინო იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დააკავეს'' - ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე
მთავრობის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად აქცია მიმდინარეობს
"ადამიანებს, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან პოლიციელებს, არ შეიძლება, გმირი შევარქვათ"- მიხეილ სარჯველაძე
თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია
"სალომე ზურაბიშვილმა სამარე გაუთხარა "ქართულ ოცნებას" - რომან გოცირიძე
„ქართული ოცნების“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ
“ოპოზიციური ტელევიზიების იმედზე იყოს ჩვენი მტერი” – ნათელაშვილი
„რეალურად ორი რეკომენდაცია დარჩა გასათვალისწინებელი, შესაბამისი კანონპროექტები უკვე არის მიღებული" - ირაკლი კობახიძე